ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოძალადეს შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება – საკანონმდებლო ცვლილებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლების მონაწილეობით “ქალთა მიმართ ან/და ოჯახში მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის შესახებ“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილება განიხილეს, რომლის საფუძველზეც, 2020 წლის 1 სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა.

სიახლის თანახმად, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის და მსხვერპლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება.

მოძალადის მიერ მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიასთან მიახლოების კონტროლი განხორციელდება GPS სისტემის მეშვეობით.

კანონის ამოქმედებამდე, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ – UN WOMEN-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული მოწყობილობა (სამაჯური) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

იტვირთბა....