“1 წლის განმავლობაში არიან ერთმანეთთან დაშორებული და გრძნობა დღემდეც შეიძლება დავიწყებული არ აქვს. იმდენად სიღრმისეულად იცნობდნენ ერთმანეთს, ამდაგვარი კითხვის დასმა განცვიფრებას იწვევს თემურის ჩვენებას, იძახის ცოტა უცნაური არის თამუნა, განსხვავებული აზროვნების გოგო არის, უნიჭიერესი გოგო არის, ფენომენალური ნიჭიერება გააჩნია, მაგრამ ეს თვითმკვლელობას არ ნიშნავს”
მიხეილ რამიშვილი, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
“მთავარი არხი”
ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი – თემურ ჭანუყვაძე გამოკითხა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ბაჩალიაშვილისა და ჭანუყვაძის ურთიერთობას დაღუპულის დედაც, თეონა თამაზაშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო.
ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, უახლოეს დღეებში ბაჩალიაშვილის ავტომობილს კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციას აანონსებს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.