“ბაჩანა ლობჟანიძე, როგორც შეყვარებული, არის ზღაპარი. ნიკა გეჯაძეც, როგორც შეყვარებული, არის ზღაპარი. შეიძლება ადამიანი სამსახურში მოგეწონოს, მაგრამ სასიყვარულო ამდაგვარი გრძნობები არ არსებობს”
მიხეილ რამიშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
“მთავარი არხი”
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, უახლოეს დღეებში ბაჩალიაშვილის ავტომობილს კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ასევე, საგამოძიებო უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი – თემურ ჭანუყვაძე გამოკითხა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ბაჩალიაშვილისა და ჭანუყვაძის ურთიერთობას დაღუპულის დედაც, თეონა თამაზაშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციას აანონსებს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.