“ჭანუყვაძეს ჰქონდა საკმაოდ ახლო ურთიერთობა ბაჩალიაშვილთან, უფრო მეტიც, როდესაც თამარი იყო სასწავლებლად პარიზში ჩასული, მან ჩააკითხა იქ და არსებობს ამის ფოტომტკიცებულებებიც, რომ მათ ჰქონდათ ურთიერთობა. ჩემი ინფორმაციით, ეს ამბავი ცნობილია ოჯახისთვის… ეს არ არის თვითმკვლელობა და ამაზე მოწმობს უკვე რამდენიმე კონკრეტული ფაქტი”
გიორგი კაპანაძე, ჟურნალისტი
“მთავარი არხი”
ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი – თემურ ჭანუყვაძე გამოკითხა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.
ბაჩალიაშვილისა და ჭანუყვაძის ურთიერთობას დაღუპულის დედაც, თეონა თამაზაშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამ ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.