ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას, რიტა ზურაბიშვილს პასუხობს

დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი “TV პირველის” ეთერში გარდაცვლილის ბებიას, რიტა ზურაბიშვილს პასუხობს.

როგორც რამმიშვილი აცხადებს, ის ზურაბიშვილს არ იცნობს და არც ის იცის, რას ემსხურება მისი ეს განცხადებები.

“არ ვიც­ნობ სა­ერ­თოდ ამ ქალ­ბა­ტონს, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს მას­ზე. ვინ მენ­დო­ბა და ვინ – არა, არ­სე­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი თე­ო­ნა, არ­სე­ბობს ბა­ტო­ნი ჯუმ­ბე­რი და თუ რამე კი­თხვა გაქვთ ჩემს ნდო­ბა-უნ­დობ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ ჰკი­თხეთ. “იმე­დი” არის სამ­თავ­რო­ბო ტე­ლე­ვი­ზია.

ეტყო­ბა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სუს-ს ძა­ლი­ან ვუშ­ლი ხელს, ამ საქ­მი­სად­მი ჩემ­მა მიდ­გო­მამ და ჩემს მიერ გა­მო­ჩიჩ­ქნულ­მა დე­ტა­ლებ­მა პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა სუს-ს იმი­ტომ, რომ მე ვნა­ხე სამი ჯიპი, ვი­თხოვ ამო­ნა­წე­რებს და ა.შ. ახლა იწყე­ბენ სამ­თავ­რო­ბო კომ­პა­ნი­ე­ბი­დან და მერე ალ­ბათ ჩემს სი­ცო­ცხლე­ზეც გად­მოვ­ლენ.

შე­ე­კი­თხეთ ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნას, სან­დო ვარ თუ – არა. თა­მუ­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბე­ბიც მაქვს წა­კი­თხუ­ლი, ნიკა გე­ჯა­ძის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლის კი რა მო­გახ­სე­ნოთ. მო­წო­ნე­ბა ერ­თია, სიყ­ვა­რუ­ლი – მე­ო­რე. ეს ბე­ბია ორ­მოც­ზეც არ მი­ნა­ხავს და არც არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ მი­ნა­ხავს მას­თან. მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი არ ვიცი მე. ამ­დე­ნი ხა­ნია მათ­თან დავ­დი­ვარ და იქ ბე­ბია არა­ვინ მი­ნა­ხავს.

რო­დის გა­მოჩ­ნდა ასე­თი ბე­ბია, არ ვიცი. მე მიხ­დი­ან და მე ვას­რუ­ლებ ვინ­მეს და­ვა­ლე­ბას? მა­შინ ამ ქალ­ბა­ტონს მო­უ­წევს ყვე­ლა იმ პი­რის და­სა­ხე­ლე­ბა, ვის და­ვა­ლე­ბა­საც მე ვას­რუ­ლებ და თვი­თონ გა­და­იხ­დის ყვე­ლა ფულს. ჩემ­თვის უკვე ნა­თე­ლია, რა და­ვა­ლე­ბა­საც თვი­თონ ას­რუ­ლებს – უნ­დათ ჩა­მოვ­შორ­დე საქ­მეს და ჩემი ღირ­სე­ბა და რე­პუ­ტა­ცია შე­ლა­ხონ. ამა­თი მი­ზა­ნი ესაა იმი­ტომ, რომ ვე­რა­ფერს ვე­ღარ აკე­თე­ბენ, ვე­რა­ფერს! სუსი რო­მაა ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, უკვე ნა­თე­ლია და ახლა გა­მოჩ­ნდა “ბე­ბია”, ახლა გად­მო­ვიდ­ნენ ჩემ­ზე” – ამ­ბობს მიხეილ რა­მიშ­ვი­ლი.

ცნობისთვის, როგორც რიტა ზურაბიშვილი აცხადებს, “ბაჩანა ლობჟანიძე შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და ადვოკატმა შექმნეს“, მისივე თქმით, ის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს არ ენდობა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

იტვირთბა....