მთავარი ციტატა

“გაყიდა ჩემი შვილი 30 ვერცხლად, ორმოცზეც კი ვერ მოვიდა, მოსასვლელი პირი არ ჰქონდა” – თეონა თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის ბებიაზე

“რიტა ზურაბაშვილი თამარის ვაი ბებიაა. დედაჩემის დაა, მაგრამ ხომ იცით, ერთი მახინჯი ყველა გვარში გამოერევაო. თვითონ გაყიდა ჩემი შვილი 30 ვერცხლად და მივწერე კიდეც, იუდა ხარ მეთქი. ორმოცზეც კი ვერ მოვიდა, რადგან მოსასვლელი პირი არ ჰქონდა.”

თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა

ცნობისთვის, როგორც რიტა ზურაბიშვილი აცხადებს, “ბაჩანა ლობჟანიძე შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და ადვოკატმა შექმნეს“, მისივე თქმით, ის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს არ ენდობა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

იტვირთბა....