“მიხეილ სააკაშვილი, როგორც დევნილი პრეზიდენტი ივანიშვილის მიერ, რომ უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, ამაზე არავინ დაობს. საზოგადოების ჯანსაღ წარმომადგენლებს ვგულისხმობ და არა ბიძინა ივანიშვილის ნომეკლატურას. განვითარებულ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა არსებობდეს. იმაზე კამათი საერთოდ არ არის უნდა ჩამოვიდეს თუ არა- დიახ უნდა ჩამოვიდეს! ის ყველა საქმე, რომელიც 2013 წლიდან დაიწყო არის შეთითხნილი, ინტერპოლს სააკაშვილს არც ერთხელ არ აუმოუმოქმედებია ის მექანიზმი. ამიტომ ვერ ვიტყვი თარიღს, თუმცა აუცილებლად მისი დაბრუნება მოხდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობას ეს იქნებოდა ძალიან ლოგიკური. ამ ყველაფერს უფრო სიურპრიზად შემოვინახავ, რომ მოლოდინი იყოს დიდი.”
ხატია დეკანოიძე – პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.”
ამის შესახებ დეკნაოიძემ “დღის კურიერის” ჟურნალისტს განუცხადა.