ბათუმში, სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. მომხდარის გამო სამი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
ექიმების ინფორმაციით, მათ დაზიანება არ აღენიშნებოდათ, თუმცა სამედიცინო შემოწმება მაინც ჩაუტარდათ.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.