ბი-ბი-სის ცნობით, თავდამსხმელმა ქალაქ ფლოვინში განლაგებული საჯარისო ნაწილის ტერიტორიაზე დანაღმული ავტომობილის აფეთქება სცადა. ყაზარმის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობისას მან შლაგბაუმი დააზიანა. სამხედროებმა მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც ბოროტმოქმედი ადგილიდან მიიმალა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოგვიანებით თავდამსხმელი სხვა ქალაქის, ნამურის სამხედრო ბაზის სიახლოვეს დააკავეს.