“ჩვენ პანდემიების ეპოქაში ვცხოვრობთ, თანაცხოვრება გვიწევს სხვადასხვა დაავადებასთან. მეცნიერება, ალბათ, შეძლებს კორონავირუსის თანდათანობით დასუსტებას ან შექმნის ვაქცინას და ეს მსოფლიო მეცნიერების მიღწევა იქნება. მეორე მხრივ, კორონავირუსთან თანაცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ – ეს გარდაუვალია, რადგან ის ხვალ და ზეგ არ გაქრება. მაგალითად, ესპანური გრიპი ორი წლის შემდეგ გაქრა, როდესაც მთელი მსოფლიო მოიარა და იმუნური ფენა შეიქმნა. ახალი კორონავირუსი დიდი ალბათობით სეზონურ ვირუსად იქცევა, ცოტა უფრო მძიმე ვირუსად, ვიდრე გრიპია. ორი თეორიაა – ადამიანები ან სეზონურად ან მთელი წლის განმავლობაში დაავადდებიან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შეიქმნება მისი საწინააღმდეგო წამალი.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელი
მას იმედი აქვს, რომ იმუნიზაციის საშუალება გვიან შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება.