მთავარი ციტატა

“თამუნას მოშორება მაგასაც აწყობდა ფულის გამო” – ვის ადანაშაულებს დაღუპული ბაჩალიაშვილის დედა

“არ უნდათ მკვლელის დასახელება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ დეას ჰქონდეს თამუნას ვალი. იმიტომ შეეკრა თამუნას მტერს, რომ თამუნას მოშორება მაგასაც აწყობდა ამ ფულის გამო. სხვა პირებმა უბრალოდ გამოიყენეს დეა და ამასაც აწყობდა გარკვეულწილად, რადგან ასე იქცევა.”

თეონა თამაზაშვილი – დაღუპული ბაჩალიაშვილის დედა

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და ისინი რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე. 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

იტვირთბა....