მთავარი ციტატა

“ესენი მოკლე გზით გადავიდოდნენ და იქ დახვდებოდნენ” – ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურის განცხადებაზე

“ის ტრაექტორია თამუნას მარტო უნდა გაევლო, უნდა შემოევლო მთელი მარნეული, ვითომ მარტო მიდიოდა თავის მოსაკლავად, სავარაუდოდ, ესენი მოკლე გზით გადავიდოდნენ და იქ დახვდებოდნენ. დასადგენია ახლა ის მოკლე გზა საიდან და როგორ მიდის იქამდე. ამ სამი მანქანიდან ერთ-ერთი მეტსახელად “ხარებას” რომ ეკუთვნის ვიცით და დანარჩენი ორის ვინაობაც გაირკვევა, ისე, როგორც ეს გაირკვა.”

თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და ისინი რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე. 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

იტვირთბა....