„ვიცი მასალა, რაც გაასაჯაროვა პროკურატურამ. ეს არის ის, როდესაც სამი ჯიპი შედის ბაზაზე, მაგრამ ჩვენი მოთხოვნაა და თვითონ გამოძიებასაც აქვს დაყენებული შუამდგომლობა, რომ უნდა დაადასტურონ, რომელ საათზე გამოდის იმ ბაზიდან აღნიშნული სამი ჯიპი. ჩვენთვის ეს მტკიცება არ არის, რადგან სხვა მონახაზიც გვაქვს, რომ ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელები.”
მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, 23 წლის პროგრამისტის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან “შავნაბადას” სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდება.