“მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზე და რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯინოს, როდესაც საპატიმროში იქნება.”
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე განაცხდაა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის მისი მოღვაწეობის პერიოდს იხსნებს. სააკაშვილი ქართველ ხალხს დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ის საქართველოში მალე დაბრუნდება.