“ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილი გამოდის და თავის შემცირებულ მხარდამჭერებს ეუბნება, რომ ის დაბრუნდება. ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა. მას, პირველ რიგში, ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ პოლიტიკური პროცესი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მისი თანამებრძოლიც, როგორც ჩანს, მასზე ძალიან გაბრაზებულია, თუმცა თუ ის მაინც შეძლებს და მოძებნის ძალას, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში, აქ დახვდება თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფო. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა გაცვალა თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე.”
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე.
ცნობისათვის, დღეს გამოქვეყნებულ ვიდეო-მიმართვაში სააკაშვილი აცხადებდა „ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები“