მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ხორცის ნახევარფაბრიკატები კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია

დამუშავებული ხორცის, მაგალითად – ბეკონის, სოსისის, ძეხვისა და ლორის ჭამა კიბოს აჩენს – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღეში 50 გრამი დამუშავებული ხორცის მიღება – მაგალითად, ბეკონის ორი ნაჭრის – კიბოს განვითარების რისკს 18 პროცენტით ზრდის. რაც შეეხება ახალ ხორცს – შესაძლოა ეს პროდუქტიც კანცეროგენული იყოს, მაგრამ ამის დამადასტურებელი საფუძვლიანი მტკიცებულება არ არსებობს.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მცირე დოზებით ახალი ხორცის მიღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოცაა.

 

იტვირთბა....