“წულუკიანი დედობის უფლებასაც ართმევს ქალებს? რა საცოდავია ადამიანი, რომელიც ამდენ სიბოროტეს ატარებს…”
სალომე სამადაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
სოციალური ქსელი
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა 25 აგვისტოს ბრძანებას მოაწერა ხელი. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება. ცვლილებების თანახმად, განაყოფიერებამდე ნოტარიულად დადებული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს “ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა” იმ შემთხვევაში, თუ ისინი: იმყოფებიამ ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია სულ მცირე, 1 წელი; იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით.