საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 28 აგვისტოსთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გამყარდა.
1 აშშ დოლარი ხვალ ლარი 3.0696 ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0804 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, შედარებით გამყარდა და 1 ევრო ხვალ 3.6243 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6429 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 აგვისტოსთვის ამოქმედდება.