ახალი ამბები მთავარი სამართალი ჩვენი სტატიები

პოლიციელი, რომელიც ლევან იზორიას ძმის დაკავებისთვის გაათავისუფლეს, “მეტრონომთან” ექსკლუზიურად ახალ დეტალებზე საუბრობს

პოლიციის ყოფილი მაიორი გიორგი დვალიშვილი, რომელიც მაღალჩინოსნის ნათესავის დაკავების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს, პროკურატურაში სამართალს დღემდე ეძებს. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელმა გიორგი დვალიშვილმა სამართალდარღვევის გამო დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა ვახტანგ იზორია, რომელიც საპატრულო მანქანიდანვე, რამდენიმე განხორციელებული ზარის შემდეგ გაათავისუფლეს. მომხდარის გამო კი დვალიშვილი დააქვეითეს და კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. გიორგი დვალიშვილმა “მეტრონომს” ექსკლუზიურ ინტერვიუ მისცა, სადაც ის მომხდარის შესახებ დეტალურად ჰყვება და მისი გათავისუფკების მოტივს განმარტავს.

ინტერვიუში დვალიშვილი ყვება, რატომ დასჭირდათ კონკრეტულ მაღალჩინოსნებს 2014 წელს მომხდარი ფაქტის გახმაურება და ამსახველი ვიდეოკადრების ხელში ჩაგდება.როგორც პოლიციელი ვარაუდობს, ეს ვიდეო კომრომატის სახით გამოიყენეს თავად ლევან იზორიას წინააღმდეგ და შედეგად მიიღეს, ორმ მან საქართველო დატოვა.

“2019 წლის დასაწყისიდან, რაც საპატრულო პოლიციის სათავეში ბატონი კახა ბუხრაძე მოვიდა, მან ჩემი შევიწროვება დაიწყო. პირველად მან კანონდარღვევით სხვა განყოფილებაში გადამიყვანა. ამ სამსახურზე მე უარი ვთქვი, რადგან არ იყო ის პოლიციის საქმე. მარტივად რომ ვთქვა, გამომკიდა… უარი მითრხა გარეთ მუშაობაზე, მოქალაქეებთან ურთიერთობაზე და პოლიციელის გასაკეთებელი საქმე რაცაა, იმას მომაშორა. შემდეგ რამდენიმე დღეში დამიბარა და მითრხა, რომ ისევ დამაბრუნებდა ძველ ადგილზე და ჩემს მოვალეობას შევასრულებდი, ოღონდ მხოლოდ იმ პირობით, თუ მას მე ვიდეოკადრებს მივცემდი, რომელიც გასაჯაროვდა. ვინაიდან ამ ვიდეოკადრებთან აღნიშნული პიროვნება არ იყო შუაში, ვუთრხარი, თუ სამართლიანობისთვის გჭირდება ეს ვიდეოკადრები, მე მას პატაკით გადაგაბარებ, სხვა შემთხვევაში, მეგობრულად, ამ კადრებს არ მოგცემ-მეთქი. დიდი ალბათობა არსებობდა, ეს კადრები ჩემს გარეშე გასაჯაროვებულიყო და შემდეგ უკვე მე მიმცემდნენ პასუხისგებაში, რატომ გაასაჯაროვეო.ამიტომ, კადრები არ მივეცი და გაგრძელდა იქამდე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბატონი კახა ჩემს მიმართ ძალიან ბევრ კანონდარევას ჩადიოდა,”- აცხადებს დვალიშვილი.

დვალიშვილის თქმით, როგორც კახა ბუხრაძემ მას უთხრა,მას დროებით არ უნდა ევლო სამსახურში, ვიდრე მსიი საქმე არ გაირკვეოდა. ამის მიუხედავად, დვალიშვილს არაკუთვნილი ხელფასი მაინც ერიცხებოდა და მეტიც, მას პრემიებიც კი დაერიცხა. დვალიშვილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ მასზე ზეწოლის განხორციელება სურდათ, ამიტომ ამ უკანონობას თავადვე შეეწინააღმდეგა.

“ბუხრაძემ სამსახურში 70 დღის განმავლობაში არ მატარა, ამ დროის განმავლობაში აქეთ ხელფასს მირიცხავდა. მივმართე მინისტრს, რათ მინდოდა ასეთი ხელფასი, თუ არ ვიმუშავებდი და დახმარება ვთხოვე. მაშინ მინისტრი იყო ბატონი გახარია. ასევე, მიტინგის დარბევის დროს, მანდ პოლიციელს როცა დანამატი ჩაურიცხეს და ამ დროს, მე როცა სახლში ვიჯექი, დანამატი დამერიცხა. ხელფასიც იმაზე მეტი მერიცხებოდა, ვიდრე მქონდა. ეს ყველაფერი ხელფასის თემები, დანამატები იყო შეგნებულად გაკეთებული, რადგან მიმართული იყო ჩემს წინააღმდეგ, მერე ზეწოლა მომხდარიყო. ეს ყველაფერი შევაგროვე და პროკურატურას მივმართე, რათა გაერკვიათ, რატომ ახდენდა სამსახური ჩემზე ზეწოლას, რატომ მთხოვდა ამ კადრებს, თუნდაც რატომ მერიცხებოდა ის ხელფასიც იმაზე მეტი, რაც აქვს. პროკურატურას თავად მივმართე, ვინაიდან ეს ყველაფერი კანონდარღვევა იყო,”- აღნიშნავს დვალიშვილი “მეტრონომთან.”

დვალიშვილის ცნობით, მომხდარიდან მალევე მისი ოჯახის წევრებზე ღია თვალთვალი ხორციელდებოდა, თუმცა დღე მსგავსი ფაქტი აღარ შეუნიშნავს.

“ადრე ხდებოდა თვალთვალი ჩემს არასწრულწლოვან შვილებზე, იყო ფაქტები, ვიდეოზეც იყო გადაღებული, სადაც მანქანა იყო აღბეჭდილი, მაგრამ იმის მერე აღარ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ღიად აღარ ყოფილა, ეს იყო ღია თვალთვალი, იმიტომ რომ ჩემზე მომხდარიყო ზეწოლა და მე გავჩუმებულიყავი. ღია თვალთვალი აღარაა, თორემ ახლაც დარწმუნებული, ვარ, ჩვენ რომ ვლაპარაკობთ, ამასაც მოისმენენ,”- აცხადებს დვალიშვილი.

კითხვაზე, დაკავების ფაქტი, რომელიც 2014 წელს მოხდა, რატომ არ გაასაჯაროვა მაშინვე მომხდარის შესახებ და რატომ გადაწყვიტა ამაზე საკაროდ 2019 წელს ესაუბრა, დვალიშვილი პასუხბს, ორმ  მან მომხდარის შესახებ მაშინვე მიმართა მის ხელმძღვანელობას.

“იმ ფაქტიდან ნახევარ საათში მივმართე ჩემს ხელმძღვანელობას და ეს ვიდეოკადრები მაშინვე გადავეცი. ამდენი ხნის განმავლობაში ჩემს მიმართ არაფერი ყოფილა, არც ზეწოლა და ჩვეულებრივ ვმუშაობდი. ჩემი ვარაუდით, აქ ზედმეტი გახდა ბატონი იზორია და ეს ვიდეო დასჭირდას მის წინააღმდეგ კომპრომატებისთვის. ვინაიდან ეს ვიდეო მარტო მე მქონდა შენახული, მოინდომეს ჩემგან ამოღება და ამით იზორიას დაშანტაჟება. შედეგი იყო იზორიას მოხსნა. თვითონ უნდოდათ ზეწოლა და სხვა ბერკეტი ჩემს გარდა არ იყო. წამოიწყეს ეს თამაში, რომელშიც მე მომაყოლეს და მე დავიჩაგრე ყველანაირად, შედეგი კი მიიღეს, იზორია საქართველოში აღარ არის.

ხოლო, იმიტომ გადავწყვიტე ამ კადრების არსებობაზე ავლაპარაკებულიყავი, რომ მე სხვა ბერკეტი აღარ მქონდა. ვიდრე ხმამაღლა ავლაპარაკდებოდი, მე ყველა მინისტრს, პრემიერს, პრეზიდენტს მივმართე წერილობით, რომ დამიდეგით გვერდში და გაარკვიეთ, რატომ ხდება ასე. წარმოიდგინეთ, არავინ მომისმინა. ამის მერე პროკურატურაში შევიტანე სარჩელი, კიდევ არავინ მომისმინა. შედეგად მივიღე, რომ თვითონ მინისტრმა გომელაურმა გამოსცა ისეთი ბრძანება, რომ კონკრეტულად ჩემი განყოფილება დაუქვემდებარა რეორგანიზაცის და ყველანაირი კანონდარღვევის საფუძელზე გადამიყვანეს კადრების განყოფილებაში. მე უკვე სხვა გზა აღარ მქონდა, მე იმის იმედი არ მქონდა, რომ სხვა რამე არ დამემართებოდა. თუნდაც ტყულად არ დამიჭერდნენ, ანდა ჩემს მეუღლესაც არ გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ამის გასაჯაროების გარდა, მე სხვა ბერკეტი არ მქონდა. მე მჭირდებოდა დაცვა, რადგან მთელი სახელმწიფო მანქანა ჩემს წინააღმდეგ მუშაობს. არავინ არაფერს აკეთებს, ერთადერთი დიპლომატებმა რაც შემომთავაზეს, სახელმწიფო დამეტოვებინა და ჩავბარებოდი დევნილად ევროპის ნებისმიერ ქვეყანას. მე კი ქვეყნის დატოვების სურვილი არ მქონდა და არც დავტოვებ,”- აცხადებს დვალიშვილი.

დვალიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში სარჩელი ნოემბერში შეიტანა, დღემდე საგამოძიებო ორგანოდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ამასთან, პროკურატურამ მას დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა.

“პროკურატურას ნოემბერში მივმართე და ეს კადრებიც ნოემბერში გადავეცი, მაგრამ აგვისტოს ბოლოა და პროკურატურას საერთოდ არაფერი აქვს გაკეთებული. სამჯერ მივმართე და ვთხოვე, დაზარალებულად ვეცნე და სამჯერვე უარი მითხრეს იმ მოტივით, რომ მე ზარალი არ მომადგა. რომელ ზარალზეა საუბარი, როცა უმუშევარი ვარ, ამხელა ფსიქოლოგიური წეწოლა განახორციელეს და რა სისულელეა, რომ მაძლევენ დაზარალებულის სტატუსს,” – აცხადებს დვალიშვილი.

დვალიშვილი აცხადებს, მთლიანი სისტემა მის წინააღმდეგ მოქმედებს და საქმის გამოძიებას დროში შედგებულად წელავენ.

“როცა პროკურატურაში ვიყავი, ერთ-ერთმა გამომძიებელმა დაიჩივლა, რომ სახალხო დამცველმა შენს თემასთან დაკავშირებით შევაწუხაო. პოკურატურაში მითხრეს ზუსტად, რომ გიორგი, სამართალი მოდის ურმით და აუცილებლად მოვა შენთანაცო. ეს უკვე ნიშნავს, რომ შეწუხდნემ და რაღაც მოქმედებები დაიწყეს. დღეს სარჩელი ფოსტით გავაგზავნე გენერალური პროკურორის სახელზე, ასევე, სახალხო დამცველს მივმართე, დამოითხოვოს საქმის მასალები. მე ამის უფლება არ მაქვს, ვინაიდან არ მაქვს დაზარალებულის სტატუსი. ამასთანავე, ანალოგიური პრობლემა მაქვს სასამართლოში. სარჩელი ჩავაბარე ნოემბერში, რომელიც მოსამართლემ ცნო და პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. როგორც მითხრეს ოქტომბროს შუა რიცხვებში ჩაინიშნებაო. გამოდის, 10 თვე გავიდა და პროცესიც კი არ ჩანიშნულა, რომელ განხლვაზეა საუბარი.

სისტემა მთლიანად ჩემს წინააღმდეგაა შეკრული პოლიციაც, პროკურატურაც, სადაც მიდხარ, ყველა გეუბნება, რომ მოიცადეო. ამასობაში ერთი წელი გავიდა თითქმის და რეაგირება არაა, მე კიდევ ფაქტობრივად უმუშევარი ვარ,”- აცხადებს ყოფილი პოლიციის თანამშრომელი.

პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დარწმუნებულია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მას სამსახურში არ აღადგენენ და ასეც რომ იყოს, ის უარს იტყვის ისეთ პოლიციაში მუშაობაზე, რომელიც დაშინებული და დაკნინებულია.

“თქვენც ხომ ძალიან კარგად ხვდებით, რომ ვიდრე ესენი არიან ხელისუფლებაში, მე ვერანაირ სამსახურს დავიწყებ. ვიდრე მინისტრი იქნება ბატონი გომელაური, მე არ დავბრუნდები, ეს გამორიცხულია. სარჩელი კი იმიტომ შევიტანე, რომ ჩემი სიმართლე უნდა დავამტკიცო და ეს ყველაფერი ჰაერში არ უნდა გადავყარო. თუ აღმადგენენ, ეს იქნება არა იმიტომ, რომ მინისტრმა აღმადგინა და უკან დამიძახა, კანონის ძალით აღმადგენენ და მერე მე ვიცი რასაც გავაკეთებ. რეალობაში, გამორიცხულია ჩემი დაბრუნება. ზეწოლას ვერ განახორციელებენ,  მაგრამ ვიდრე ესენი არიან, 1%-იც არ არსებობს შანსი, დამაბრუნონ. პროცესიც რომ მოვიგო, გაასაჩივრებენ. როცა პოლიცია დაშინებული და დაკნინებულია და საკუთარი მოვალეობის მაგივრად სხვა საქმეს აკეთებენ, გამორიცხული თემაა, მე ასეთ გარემოში ვერ ვიმუშავებ. თუ მე ჩემი საქმე არ უნდა ვაკეთო, მაშინ სამსახურიდან გაშვება სწორი გადაწყვეტილებაა,”- აცხადებს გიორგი დვალიშვილი.

დვალიშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება შეიცვლება, პოლიცია საკუთარ სახეს დაუბრუნდება და კანონი ყველასთვის ერთნაირად იმუშავებს. მისი თქმით, თუ სისტემა არ შეიცვალა, გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მაღალჩინოსნის ნათესავებს დააფარებენ ხელს.

თათია შაიშმელაშვილი

 

 

 

იტვირთბა....