თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის სახლში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. ის უცნობ პირს სიკვდილით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა მამაკაცის დაკავება მოახერხეს.
“გავიგე, რომ ცეცხსასროლი იარაღით ვიღაც შემოვიდა. დილით იყო. ვიცი, რომ წაიყვანეს, გარეთ გამოვიდა და ვიღაც მიჰყავდა” – აცხადებს ადგილობრივი “ფორმულასთან”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, იარაღის უკანონო შეძინა შენახვა ტარებისა და მუქარით მიმდინარეობს.