მთავარი ციტატა

გია ხუხაშვილი: “როგორც ჩანს, სააკაშვილი ფეხით მოდის”

“სააკაშვილი მოდის დიდი ხანია. ძალიან გრძელი მარშუტით მოდის, როგორც ჩანს ფეხით მოდის, ან ნელი ტრანსპორტით. მე არ ველოდები, რომ ის რეალურად დაბრუნდება, ეს მისი ელექტორალის მაქსიმალური მობილიზაციისთვისაა განკუთვნილი და მეტი არაფერი.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

2020NEWS

აღნიშნულით ხიხაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.

ანალიტიკოსის შეფასებითვე, „მიხეილ სააკაშვილი საკუთარი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებიდან გამოდის.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის მისი მოღვაწეობის პერიოდს იხსნებს. სააკაშვილი ქართველ ხალხს დაშვებული შეცდომებისთვის  ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ის საქართველოში მალე დაბრუნდება.

 

იტვირთბა....