დმანისში დაბადებულ და გაზრდილ ე.წ. კანონიერ ქურდ მეტსახელად “გულიზე”, რომელიც ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში მოკლეს, კრიმინალურ სამყაროში ბევრს საუბრობენ. გამოცემა “პრაიმკრაიმი” წერს, რომ “გულის” მკვლელობა ყველასათვის მოსალოდნელი იყო, თუმცა, ეს თუ ასე სწრაფად მოხდებოდა, არავინ ელოდა.
“გული კარგად იცნობდა თავის მტრებს. მასაც ბევრჯერ უთქვამს, რომ მისი მოკვლა უნდოდათ, მაგრამ ის ისე მოკლეს, მკვლელს თვალებში ვერ ჩახედა, რადგან გასროლა მის ზურგს უკნიდან მოხდა” – წერს გამოცემა.
როგორც ირკვევა, “გულის” წინააღმდეგ დაგეგმილი მკვლელობა რამდენჯერმე აღკვეთეს, თუმცა, ამ შემთხვევაში მას უკნიდან მიეპარნენ ისეთი პირები, რომლებისგანაც თავად “გულიც” კი არ ელოდა საფრთხეს. თურქული პრესა წერს, რომ ბრალდებული სამართალდამცველებმა მალე დააკავეს.
ვინ იყო “გულის” მტერი? გამოცემა ასახელებს ძმებს, გვარად რავშანებს, თუმცა იმაზეც კეთდება აქცენტი, რომ დმანისელ კრიმინალს ისედაც ბევრი მტერი ჰყავდა. აქცენტი კეთდება მკვლელობის მოტივზეც. თუმცა კონკრეტულად ვერავინ ვერაფერს ამბობს. “პრაიმკრაიმი” სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ “გულიზე” შურისძიება ბევრს სურდა და ეს იყო ერთი მხოლოდ ერთი მიზეზიდან გამომდინარე – ის ბოლო პერიოდში კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ გაძლიერდა და დიდი გავლენებით სარგებლობდა.
“ბევრმა ამოისუნთქა” – წერს გამოცემა.