ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს “ნაციონალური მოძრაობა” – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ვაშაძე აცხადებს, საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს პოლიტიკური ინტრიგები. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს “ნაციონალური მოძრაობა”. ეს არის მათი გადაწყვეტილება, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვიერთდნენ “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ პოლიტიკური ინტრიგები, ისინი ჩვენგან ელიან სიღარიბისა და კრიმინალის დამარცხებას, “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის დამარცხებას. სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას ისნის ოლქში “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის კანდიდატზე და ჩემთან როგორც ამ ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, დავამარცხებთ კრიმინალსა და სიღარიბეს. საქართველოში არცერთი ბავშვი აღარ უნდა შიმშილობდეს და მოქალაქეები ქუჩებში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ. ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მაღელვებს” – წერია გიორგი ვაშაძის განცხადებაში.

იტვირთბა....