ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეთანხმება პირველმა გიორგი ვაშაძემ დაარღვია” – სალომე სამადაშვილი

“არ ვფიქრობ, რომ ეს ამ შეთანხმების დარღვევას ნიშნავს, იმიტომ, რომ როდესაც ბატონი ვაშაძის კანდიდატზე შევთანხმდით, ის წარმოადგენდა პოლიტიკურ გაერთიანებას “ძალა ერთობაშია” და ამ გაერთიანების სახელით დასახელდა ამ მაჟორიტარულ ოლქში. ამის შემდეგ ბატონმა ვაშაძემ გადაწყვიტა რომ, პირველ რიგში მისი პოლიტიკური პარტნიორი, თაკო ჩარკვიანი, დაეყენებინა მაჟორიტარ კანდიდატად საბურთალოს ოლქში და გარდა ამისა, დატოვა პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”. ამიტომ, ჩვენთვის სამწუხაროდ ბატონმა ვაშაძემ თავად გადაწყვიტა ბზარი გაეჩინა ოპოზიციურ ერთიანობაში, რომლის შენარჩუნების სურვილიც ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი იყო.. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება ერთადერთი ინტერესიდან გამომდინარე მივიღეთ. ამ არჩევნებზე უნდა დავასრულოთ ქვეყანაში ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმი. ეს იქნება რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ჩვენ მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი მაჟორიტარული ოლქი.”

სალომე სამადაშვილი –  “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.

ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ცნობისათვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა. ამ დრომდე, ისანში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი, “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე იყრიდა კენჭს.

იტვირთბა....