ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი დეტალები: მძღოლი შატილის გზაზე პირველად იყო, ჩქარობდა და სავარაუდოდ, მუხრუჭებმა უმტყუნა

მძღოლი, რომელიც შატილში კლდეზე გადაჩეხვამდე მიკროავტობუსს გზაში შეხვდა ამბობს, რომ ტურის მძღოლი შატილის გზაზე პირველად იყო, ჩქარობდა და სავარაუდოდ, მას მუხრუჭებმა უმტყუნა.

საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. საგურამოს გარდა დღეს მოწმეები დუშეთის პოლიციაშიც გამოკითხეს.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

იტვირთბა....