“არაკვალიფიციურ საგამოძიებო მოქმედებებზე ვისაუბრეთ, რომლის გამოსწორებასაც გამოძიება ახლა ცდილობს. ხელმეორედ მოუწევს გამოძიებას ყველაფრის თავიდან ჩატარება. თვითმკვლელობა ძალაში ვერ დარჩება ვერანაირად, რადგან ეს არის მკვლელობა. სულ რო ეგსგუმაცია დასჭირდეს თამუნას ცხედარს, ასეც მოვიქცევით. დანარჩენს უკვე დაველოდებით ამ თვის ბოლოს, რა შედეგს მოგვცემს გამოძიება.”
მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.