„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვიზიტს აფასებს ოკუპირებულ აფხაზეთში.
” სპეცსამსახურებმა, რომელიც რუსეთის სცეპსამსახურთა ფილიალია, გადაიყვანეს ორი პროპუტინისტი არსება აფხაზეთში. იქ დახვდათ რუსული სპეცსამსახური, მიიყვანეს სადღაც და წამოიყვანეს უკან. დასკვნაა, რომ რუსეთის დესანტი აგერ თბილისშია და პარლამენტშია“ – განაცხადა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.
ნათელაშვილის ამ შეფასებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი:
„შალვა ნათელაშვილი არის არარაობა და პოლიტიკური მეძავი!“ – დაწერა სოციალურ ქსელში ინაშვილმა.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ირმა ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ლომიასთან ერთად იმყოფებოდა.