ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი კიდევ გადაიდო

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი გადაიდო. პროცესის გადადება ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს საზოგადოებრივი ადვოკატის შუამდგომლობით მოხდა.

ვინაიდან, ზ.ხ. სახაზინო ადვოკატი ახლახანს დაენიშნა და ის საქმის მასალებს არ იცნობს, ადვოკატმა საქმის მასალების გასაცნობად სასამართლოსგან დამატებითი დროის გამოყოფა მოითხოვა.

თავად ბრალდებული ზ.ხ და მისი ადვოკატი გიორგი გელხაური როცესს არ ესწრებოდნენ.

დღევანდელ პროცესზე საქმის 10 მოწმე უნდა გამოკითხულიყო, მათ შორის გამომძიებლები და ექსპერტები.

შეგახსენებთ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი , რომელიც 21 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. თავდაპირველად,  გადადების მიზეზი  დაკავებული ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ამის შემდეგ ზ.ხ.-მ სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, მას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. მორიგი სასამარტლო პროცესი 26 აგვისტოს ცაინიშნა, თუმცა ამჯერადაც ადვოკატის სუამდგომლობით გადაიდო.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.

იტვირთბა....