ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დავით თარხან-მოურავი თანახმაა, საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს” – აფხაზეთის ე.წ. დეპუტატი

“თარხან-მოურავის განცხადებებიდან ჩანს, თავადაც შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ, რომ ის ითხოვს დღეს შექმნილი რეალობის აღიარებას. დღეს, როდესაც საქართველოში ყველა პარტია ხალხს აფხაზეთის დაბრუნებას ჰპირდება, ეს პოლიტიკური შანტაჟია. თარხან-მოურავი კი ითხოვს, რომ რეალობა იქნას აღიარებული.”

ალმას ჯოპუა – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა თავის კოლეგებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებთან მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები 18 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთიდან დაბრუნდნენ. ინფორმაცია ვიზიტის შესახებ პარტიამ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაადასტურა.

იტვირთბა....