მთავარი მსოფლიო

პოლონეთის პრემიერმა დამარცხება ოფიციალურად აღიარა

პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტია “სამართალი და სამართლიანობა” ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ “ბიბისი” ავრცელებს.  გამოკითხვების შედეგებით, ლეხ კაჩინსკის ძმის, იაროსლავ კაჩინსკის ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეთა ხმათა 39,1% დააგროვა, მმართველმა სამოქალაქო პლატფორმამ კი – 23,4%.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევა კოპაჩმა არჩევნებში დამარცხება ოფიციალურად აღიარა.
“ბიბისის”, ინფორმაციით იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები დადასტურდა, პირველად 1989 წლის შემდეგ, მთავრობის ჩამოყალიბებას ერთი პარტია, კოალიციის გარეშე შეძლებს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბეატა შიდლომ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, “სამართალმა და სამართლიანობამ” გადასახადების შემცირებისა და სოციალური დახმარების გაზრდის პირობა დადო. იაროსლავ კაჩინსკის პოლიტიკური გუნდი ნატო-ს გაძლიერების მომხრეა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 8 პოლიტიკური პარტია  იღებდა.

 

იტვირთბა....