საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება, -ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა,
მისი თქმით, 2 სექტემბრამდე გაგრძელდება ინტენსიური ტესტირების რეჟიმი, რომელიც ხელს ვირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს.
„დაბა მესტიასა და ლენჯერში მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ გადაწყვეტილება, 2 სექტემბრიდან გაიხსნას აღნიშნული სოფლები. შესაბამისად, 2 სექტემბრამდე გაგრძელდება ინტენსიური ტესტირების რეჟიმი, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პრევენციას და სურათის ნათლად ჩვენებას“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.