ახალი ამბები მთავარი ციტატა

“აქამდე თუ ჯოჯოხეთად გიქციეთ ცხოვრება აწი ჯოჯოხეთზე უარესი გელით” – ბაჩალიაშვილის დედა

“მკვლელებო!!! არ გეგონოთ მოვდუნდი და დამავიწყდით. ნუ გეშინიათ ყურადღებას არ მოგაკლებთ. ისევე შეგისწავლით და იმ დროს ჩაგცემთ გულში ლახვარს, როცა არ მოელოდებით. როგორც თამუნას მოექეცით, რომელმაც არ იცოდა სიკვდილთან შესახვედრად თუ მიდიოდა. აქამდე თუ ჯოჯოხეთად გიქციეთ ცხოვრება აწი ჯოჯოხეთზე უარესი გელით. თამუნას მდგომარეობა სანატრელი გექნებათ სატანებო!!! და თუკი ვინმემ რამე იცით და ხელს აფარებთ მკვლელებს, მაშინ მკვლელებზე უარესი ცოდვა მიგიძღვით.”

თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ,  თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....