ახალი ამბები

ჯეიმს აპატურაის მორიგი მისია საქართველოში

“საქართველოს ადგილი ნატო-ში არის ნათელი და მზარდი”.- ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთა.

“საქართველოს ადგილი ნატო-ში არის ნათელი და მზარდი. მისი ჩართულობა კი ყველაზე მაღლა დგას არაწევრ ქვეყნებს შორის. გავიხსენოთ მისია ავღანეთში, რომელიც ზოგჯერ სამწუხაროდ დანაკარგებშიც გამოიხატა. ასევე უფრო მეტად აქტიურია ნატო საქართველოში, იქნება ეს განათლების თუ სხვა მიმართულებით. საქართველო არის ნატო-სცერთგული და მყარი კანდიდატი. რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ შეამციროს თავისი მეზობლების სუვერენიტეტი. თუ თქვენ შეხედავთ ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარნიორობაში” ჩართულ ქვეყნებს, 5 მათგანს აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ასევე ჩვენ ვხედავთ გაძლიერებულ არასტაბილურობას ბალტიისპირეთში და გაიზარდა საშიშროება შავი ზღვის რეგიონში. არ უნდა დაგვავიწყდეს ყირიმი, სირია, ერაყი და ა.შ.”, – განაცხადა ჯეიმს  აპატურაიმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილs შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა  ავღანეთში მიმდინარე “გადამწყვეტი მხარდაჭერის” მისიაში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე ისაუბრეს. აპატურაიმ საქართველოს მადლობა გადაუხადა “გადამწყვეტი მხარდაჭერის” მისიაში უმნიშვნელოვანესი მონაწილეობისათვის.

შეხვედრისას  დეტალურად განხილული იქნა  ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი. აღინიშნა, რომ  სამიტზე ადეკვატურად უნდა აისახოს საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ეს სამიტი უნდა იყოს გაწევრიანებისკენ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი. შეხვედრაზე ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესები და გართულებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

 

იტვირთბა....