“ვაწყდები ძალიან ბევრ ისეთ ჩვენებას, რომლებიც წინა ჩვენებების გამყარების მცდელობაა. გარკვეული პირების ჩვენებებში არსებითი ცვლილებებია, გვარებსა და სახელებს არ დავასახელებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის დიდი ცვლილებები ჩვენებებს შორის, რომელიც სულ სხვა რეალურ სურათებს გვანახებს.”
მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
ამის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.