ახალი ამბები მთავარი სამართალი

თვითმხილველების ინფორმაციით, გურიაში, კაცმა ესროლა 73 წლის ნათესავს, რომლის ქათამმაც ბოსტანში პომიდორი შეუჭამა

გურიაში კაცმა ნათესავი სანადირო თოფით დაჭრა.

73 წლის ერასტო ლომჯარია ამ დროისთვის ოზურგეთის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაპირისპირება ნათესავებსა და მეზობლებს შორის მოხდა”

“ერთის ქათმები გადავიდნენ მეორეს ბოსტანში და შეჭამეს პომიდორი, რასაც მოჰყვა დაპირისპირება, რის გამოც 73 წლის ერასტო ლომჯარია მისმა ნათესავმა და მეზობელმა 67 წლის ვაჯა ლომჯარიამ ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო თოფით დაჭრა,” – აცხადებენ მეზობლები.

ექიმების განცხადებით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ჭრილობა ფეხისა და ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....