გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის წერილი, რომელიც მან ოჯახს მიწერა “კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა. “ტოიტა ქამრის” მგზავრი ნიკოლოზ რევაზიშვილი მშობლებს წერს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობაში უდანაშაულოა.
იხსენებს 18 ივნისის საბედისწერო ღამეს, თუმცა საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო დეტალებზე დუმილს ამჯობინებს. რევაზიშვილი დედ-მამისთვის გაგზავნილ წერილში რამდენჯერმე ამბობს, რომ ფეხბურთელის მკვლელობაში უდანაშაულოა და უფრო მეტიც – თანაგრძნობას გამოხატავს შაქარაშვილის ოჯახის წევრების მიმართ.
ცნობისთვის, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი სასამართლომ პატიმრობა დატოვა. საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.