ახალი ამბები მთავარი ციტატა

რატომ დაუმალა ბრეგვაძემ დაბადების დღის მონაწილეებს ჩხუბის ფაქტი – ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეზე

“როდესაც გავიხედე, იქ დავინახე ორი ბიჭი. ერთი იდგა და მეორე ჩაკუზული იყო. ამ დროს მეორე მანქანა მოვიდა და უცებ ამოვირბინე უკან. შემდეგ როგორც ვნახე, ეს გიორგი შაქარაშვილია, ქათამაძე წაქცეული იყო, უკვე ნაცემი, – ეს მეორე მანქანის მოსვლის დროს მოხდა. 112-ზე დავრეკე. (ფერადი შენობის) აივანზე გავედი. აქედან განხორციელდა ისევ ზარი. აივანზე გავედი რომ ჩასახტომი მენახა, მაგრამ მაღალი იყო. შემდეგ მესენჯერში ველაპარაკე გოგოებს, რომლებიც დაბადების დღეზე იყვნენ. ვუთხარი მოვდივართ-მეთქი, რომ არ ენერვიულათ. ანიმ (გაბეჩავა) მითხრა, რომ ვიცით უკვე რაც ხდებაო.”

იაკობ ბრეგვაძე – გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე.

ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. 

ცნობისთვის, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი  სასამართლომ პატიმრობა დატოვა.  საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

 

იტვირთბა....