ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დეამ სავარაუდოდ იცის იმ ადამიანის ვინაობა, ვინც თამარი სახლიდან გაიტყუა” – ბაჩალიაშვილის დედა

“დეამ რაღაცის იცის და ასე ნიღბავს. გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით რამდენად იცის, არ ვიცი, თუმცა, სავარაუდოდ, იცის იმ გამტყუებლის ვინაობა, ვინც თამარი სახლიდან გაიტყუა.”

თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

ამის შესახებ ქალაქის პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

შეგახსენებთ,  თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....