ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დეა კაპანაძემ დედა და ძმა მომიგზავნა, თვითონ შეეშინდა მოსვლის, ესე იგი რაღაცას მალავს” – ბაჩალიაშვილის დედა

“უფრო იმიტომ წამოვედი, რომ დეა იკითხება აქ, დედა და ძმა მომიგზავნა, თვითონ შეეშინდა მოსვლის, ესე იგი რაღაცას მალავს და რაღაცა იცის. დედამისმა მითხრა, რომ უნდა მოვამზადოო ჩემთან შესახვედრად. როდესაც თამუნასთან ერთად მოდიოდა, მაშინ რატომ არ სჭირდებოდა მომზადება?! რაღაც იცის და მალავს, მაგას ადრე თუ გვიან გავიგებთ.”

თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

23 წლის ახალგაზრდა ქალის დედა და ოჯახის ადვოკატი ქალაქის პროკურატურაში იმყოფებიან. 

შეგახსენებთ,  თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....