მთავარი მსოფლიო

ქართველი ასტრონომი მზის 15-დღიან დაბნელებას აბსურდს უწოდებს

ქართველი ასტრონომები უარყოფენ ANONYMOUSMAGS -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თოთქოს 15 დღის განმავლობაში მთელს დედამიწაზე წყვდიადი ჩამოწვება.

ამ თემასთან დაკავშირებით “მეტრონომ ჯი” დაუკავშირდა ოფსერვატორიის ასტრონომს გიორგი ჯავახიშვილს, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ნასა ამ ინფორმაციას არ გაავრცელებდა და არის სრული სისულელე.

გიორგი ჯავახიშვილი: “პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის აბსურდი. მსგავსი რაღაცეები არ არის სერიოზული. ნასა ასეთ ინფორმაციას არ ავრცელებს ხოლმე, ეგ არის მოგონილი. დეტალები რაც აღწერილია, წავიკითხე.”

შეგახსენებთ, რომ ANONYMOUSMAGS -ი ინფორმაციას ავრცელებს სადაც, კოსმოსური სააგენტო NASA ოფიციალურ ვაშინგტონს აფრთხილბეს, 15 დღის განმავლობაში მთელს დედამიწაზე წყვდიადი ჩამოწოლის შესახებ. წყაროს ცნობით, პრეზიდენტ ობამას მიერ „ნასას“ ხელმძღვანელად დანიშნულმა ჩარლზ ბოლდენმა, 1000-გვერდიანი დოკუმენტი თეთრ სახლში წარმოადგინა. დოკუმენტის მიხედვით, პლანეტებს შორის პარალელიზმი  ერთი გრადუსით შეიცვლება. კერძოდ, ვენერა იუპიტერისგან სამხრეთ-დასავლეთით გადაინაცვლებს და დაიწყებს 10-ჯერ მეტი სიძლიერით ნათებას, ვიდრე იუპიტერი. ვენერასგან არეკლილი შუქი იუპიტერზე არსებულ გაზის ფენებს გაათბობს, რაც შემდგომ რეაქციას გამოიწვევს. აირისებრი რეაქცია კი, კოსმოსში უპრეცენდენტო რაოდენობის წყალბადს გაუშვებს. აირისებრი წყალბადი კი, მზესთან კონტაქტში ზუსტად 15 ნოემბერს, 2:50 წუთზე შევა. მზესთან ურთიერთრეაქცია „ნასას“ დოკუმეტების თანახმად, ძლიერ აფეთქებებს გამოიწვევს და მზის ზედაპირზე ტემპერატურა მყისიერად 9000 გრადუსამდე გაიზრდება.

 

იტვირთბა....