aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩვენი მხარდაჭერის გარეშე მოგების თეორიული შანსიც კი არ აქვს არც ერთ კანდიდატს, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც მიზნის მისაღწევად სწორად მიგვაჩნია” – სამადაშვილი

“იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი ვაშაძემ დატოვა „ძალა ერთობაშია”, ჩვენი მხარდამჭერებისთვის ძალიან რთული იქნება მისი კანდიდატურისთვის ხმის მიცემა. ჩვენი მომხრეების მხარდაჭერის გარეშე მოგების თეორიული შანსიც კი არ აქვს არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს. ჩვენი ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მაქსიმალურად ბევრი მაჟორიტარული ოლქის მოგებით და შესაბამისად, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ამ მიზნის მისაღწევად სწორად მიგვაჩნია და ამას ბატონ ვაშაძესთან მეორეხარისხოვანი კავშირი აქვს.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სალომე სამადაშილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძის ცოტა ატროფირებული ხედვა საკუთარი პოლიტიკური პოტენციალისა, საზოგადოებისთვის ახალი არ არის.

ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებლის, განცხადებით, თუ “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმების დარღვევას და ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას გადაწყვეტს, მას ამისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

იტვირთბა....