მთავარი ციტატა

“არჩევანი ისე ნათელი და მარტივი არასოდეს ყოფილა, როგორც დღესაა ჩვენს და ქართულ ოცნებას შორის” – კაპანაძე

“დღეს ელენე ხოშტარიამ შეიტანა წერილი პროკურატურაში, რომ შეისწავლონ პატრიოტთა ალიანსის რუსული დაფინანსების და რუსეთის მიერ ჩვენ არჩევნებში ჩარევის თემები. ამ ფაქტზე კომენტირებისას სოფო კილაძემ მოახერხა და აღნიშნა, რომ ელენეს მაშინ უნდა გახსენებოდა ოკუპანტი, როდესაც თავად მოსკოვში სწავლობდა. არჩევანი ისე ნათელი და მარტივი არასოდეს ყოფილა, როგორც დღესაა ჩვენს და ქართულ ოცნებას შორის.”

სერგი კაპანაძე – “ევროპული საქართველოს” წევრი

სოციალური ქსელი

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გამოეხმაურა, ელენე ხოშტარიას მოთხოვნას, გამოიძიონ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების წყაროები და განაცხადა, რომ “ელენე ხოშტარიას, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა.”

მანამდე, კი “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ “პატრიოტთა ალიანსის” კრემლისგან დაფინანსების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ცნობისთვის, რუსული მედიის “დოსიეს” ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ “პატრიოტთა ალიანსის” პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს. მათივე ცნობით,  კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა იმისათვის, რომ ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.

იტვირთბა....