ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს

კრემლის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  კრემლში იმის საფუძველს ვერ ხედავენ, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმეზე გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ პესკოვმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრესმდივანის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შეიძლება, რომ ნავალნი კომაშია.

ამასთან, პესკოვი არასერიოზულს უწოდებს ბრალდებას, რომ პასუხისმგებლობა პოლიტიკოსის მოწამვლაზე კრემლსა და პირადად პრეზიდენტ პუტინს ეკისრება.

„ჩვენ სერიოზულად ვერ მივუდგებით თქვენ მიერ გახმოვანებულ ბრალდებას. ეს ბრალდებები ვერანაირად ვერ იქნება მართალი“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალეკსეი ნავალნი ცომბირის  ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს. ის უგონო მდგომარეობაშია და უგონო მდგომარეობაში, მართვით სუნთქვით აპარატზეა მიერთებული. მისი პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნი მოწამლულია. მისი აზრით, მას ჩაიში რაღაც, სავარაუდოდ საწამლავი ჩაუყარეს.

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თავშესაფარსა და სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ.

იტვირთბა....