ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა ჯანდაცვა

ე.წ აფხაზეთში კორონავირუსით შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ლაბრაში კორონავირუსის ინფიცირებული 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება.

მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებოდა, სასწრაფო დახმარება კი 23 აგვისტოს გამოიძახეს, 24 აგვისტოს მისი მდგომარეობა გაუარესდა და გარდაიცვალა.

დღეისთვის ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის სულ 247 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 101 გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....