“ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენური მდგომარეობაა. მივმართავ პრემიერ მინისტრ გახარიას და შინაგან საქმეთა მინისტრს – რა არის თქვენი ფუნქცია თუ არა ეს კრიმინალური საქმეების გამოძება? როდესაც ვამბობთ, რომ დღეს საქართველოში საკუთარ თავს უსაფრთხოდ არავინ გრძნობს, ეს თქვენი დანაშაულია, სწორედ ასეთი გამოუძიებელი და ბურუსით მოცული საქმეები იძლევა ამის საბაბს. არ შეიძლება, პოლიცია მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შესრულებისთვის იქნას გამოყენებული და არ აღელვებდეს ამდენი ადამიანის გაუჩინარება, მკვლელობა თუ ქვეყანაში არსებული ძალადობის ფაქტები.”
გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, “დღევანდელ ხელისუფლებას თავისი თავის გარდა არაფერი აინტერესებს. პოლიციის სისტემის ასეთი დეგრადირება უკვე კატასტროფაა.”

