ახალი ამბები

აფეთქება ნუცუბიძის ქუჩაზე

გუშინ ღამით, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის 77 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების ხმა საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე გაისმა, თუმცა უშუალოდ რომელიმე ბინაში არ მომხდარა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ხმა საკმაოდ ძლიერი იყო. ჩამსხვრეულია ფანჯრების შუშები, დაბზარულია კედელები. დაშავებულები არ არიან.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

წინასწარი ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩაზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

იტვირთბა....