მთავარი სოციალური ქსელი

“საპატრიარქო თვითმარქვია სასულიერო პირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას იწყებს” – ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქო თვითმარქვია სასულიერო პირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას იწყებს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

“უახლოეს დღეებში საპატრიარქო შეუდგება მის ხელთ არსებული ინფორმაციის გავრცელებას თვითმარქვია სასულიერო პირების შესახებ.

ერთ-ერთი მათგანია ილია ჯალაღონია, რომელიც თავის თავს “მღვდელმონაზონად” აცნობს ხალხს, ჩვენი ინფორმაციით, სინამდვილეში ის ამჟამად საქართველოს ეკლესიის არც ერთ ეპარქიას არ ეკუთვნის და არასდროს მიუღია ხელდასხმა მღვდლად,” – წერს ის.

იტვირთბა....