ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

“შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და სამივე პაციენტი მკურნალობას რეანიმაციაში აგრძელებს” – ამის შესახებ “მთავართან” საუბარში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლიმა გიგა სორდიამ განაცხადა.

“კრიტიკულები არიან ისევ, ერთი ძალიან. სამწუხაროდ მეტი ინფორმაცია არ მაქვს. ერთ დღეში, 8 საათში ასეთი მძიმე პაციენტების მდგომარეობა არ უმჯობესდება, საერთოდ რეანიმაციული პაციენტი ასეა,” – განაცხადა გიგა სორდიამ.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. 3 მოქალაქე მძიმედ დაშავდა. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი კი რეანიმაციაშია მოთავსებული.

იტვირთბა....