კორონავირუსის ინფექციით გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის სამი წევრიც ინფიცირებულია.ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული პირები კლინიკებსი მკურნალობენ, ხოლო დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულნი.
“კარანტინში გადავიდნენ გარდაცვლილ მე-19 პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირებიც, ოჯახის ინფიცირებული წევრები კი მკურნალობენ კოვიდცენტრებში. ჯამში ოჯახის სამი წევრია ინფიცირებული“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვლილი 65 წლის ქალი, კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედა, რუსუდან ტომარაძეა.

