ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კოვიდს “დემოკრატიული პარტია” არჩევნების მოსაპარად იყენებს” – ტრამპი

ტრამპი

„დემოკრატიული პარტია” კოვიდს ამერიკელი ხალხის მოსატყუებლად, არჩევნების მოსაპარად იყენებენ,“- ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემა, შესაძლოა, არჩევნების გაყალბების საშუალება გახდეს, რაც, „დემოკრატიული პარტიისთვის“ ხელსაყრელ სიტუაციას შექმნის.

„ერთადერთი გზა, რითაც მათ შეუძლიათ, არჩევნები წაგვართვან, გაყალბებული არჩევნებია. მაგრამ ჩვენ წაგებას არ ვაპირებთ,“- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

ცნობისათვის, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დონალდ ტრამპი ორშაბათს, ქალაქ შარლოტიში გამართულ ყრილობაზე, საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. პარტიის ყრილობის ფარგლებში სიტყვით გამოსვლას ტრამპი ხუთშაბათს გეგმავს.

იტვირთბა....